თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, სამი საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი მოედო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ათი სახანძრო და ორი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლოკალიზება 15 წუთში მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებიც. მათი თქმით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.