ესპანელი ტენორი პლასიდო დომინგო ხელოვნების დარგში ისრაელის ვოლფის პრემიის ლაურიატი გახდა,რომელიც ნობელის პრემიის შემდეგ კომპლექსურ მეცნიერულ პრემიათა შორის მეორედ ითვლება. 2012 წლის 10 ლაურიატის სახელი ვოლფის ფონდმა გამოაცხადა. დომინგომ პრემია ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის მთავარ დირიჟორ სეიმონ რეტლთან გაიყო.
დომინგო პირველი ვოკალური შემსრულებელი გახდა, ვისაც ეს ჯილდო გადაეცა, მანამდე მას მხოლოდ დირიჟორებსა და კომპოზიტორებს ანიჭებდნენ.
ვოლფის პრემია 1976 წელს დაარსდა. იგი ასევე გაიცემა სოფლის მეურნეობის, ქიმიის, მათემატიკის, მედიცინისა და ფიზიკის დარგში.
მათემატიკის დარგში პრემია კალიფორნიის ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორს, მიხეილ აშბახერს და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორს, ლუის სკაფარელს გადაეცა.
მედიცინის დარგში კვლევებისთვის კალიფორნიიდან როლანდ ევანს მიენიჭა, ქიმიის დარგში -პროფესორს ბერკლის უნივერსიტეტიდან პოლ ალივისატოს, ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს ჩარლზ ლეიბერს. ვოლფის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში იერუსალიმში ისრაელის უნივერსიტეტის პროფესორი იაკობ ბეკენშტეინი გახდა.
ვოლფის პრემიის ოდენობა 100 ათას დოლარს შეადგენს. 2011 წელს ვოლფის პრემია 23 ქვეყნის 253 მეცნიერსა და ხელოვნების დარგის მოღვაწეებს გადაეცა. 2012 წლის ლაურიატების დაჯილდოება მაისში გაიმართება.