დიდმა ბრიტანეთმა სპარსეთის ყურეში თავისი გემი "HMS Daring"-ი გააგზავნა, რომელიც ინგლისის სამხედრო საზღვაო ფლოტის ყველაზე თანამედროვე და ყველაზე კარგად აჭურვილ გემად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური სააგენტო უცხო ქვეყანაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანალიტიკოსების აზრით, ამ გემის სპარსეთის ყურეში გაგზავნა "ირანისათვის გაგზავნილი მნიშვნელოვანი სიგნალია". აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აღნიშნულია რომ ადრე ინგლისის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ "ირანმა ორმუზის სრუტის ბლოკირება არ უნდა მოახდინოს. ასეთი მოქმედებები უკანონოა და შეუძლებელია ისინი წარმატებით დასრულდეს", ხოლო "ინგლისის გემების ყოფნა ორმუზის სრუტეში აუცილებელია მისი გავლით საერთაშორისო ვაჭრობის უზრუნველსაყოფად".
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას სააგენტო აღნიშნავს, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, "აუცილებლობის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში თავისი გემების მნიშვნელოვნად უფრო მეტ რაოდენობას გააგზავნის".
ბრიტანულმა გემმა ინგლისის პორტი პორტსმუტი გასულ ოთხშაბათს დატოვა, გათვლებით იგი სპარსეთის ყურემდე 2012 წლის იანვრის ბოლომდე მიაღწევს.