აშშ-ში იმ ვიდეომასალის გამოძიება დაიწყო, რომელზეც ასახულია თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას ამერიკელი სამხედროები მოძრაობა "თალიბანის" მოკლული მებრძოლების ცხედრებს.
ვიდეოფირზე, რომელიც ინტერნეტშია განთავსებული ნაჩვენებია, რომ ოთხი ადამიანი, რომელთაც სამხედრო ფორმა აცვიათ, შეურაცხყოფას აყენებენ მიწაზე დაგდებულ სამი წვერიანი მამაკაცის უსიცოცხლო გვამებს. კადრებში კარგად ჩანს, რომ ერთ ერთი ცხედარი გასისხლიანებულია. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიდეოფირზე კარგად ისმის, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცი ცხედარს ეუბნება "კარგ დღეს გისურვებ, მეგობარო". ჯერ-ჯერობი გაურკვეველია თუ ვინ გააკეთა ეს ჩანაწერი და ვინ გაუშვა იგი ინტერნეტში.
აშშ-ს საზღვაო ქვეითებმა უკვე განაცხადეს, რომ ვიდეოს სანდოობა ჯერ ჯერობით დაუდასტურებელია და ამგვარი საქციელი აშშ-ს არმიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
"ასახული მოქმედებები ჩვენს ძირითად ფასეულობებს ეწინააღმდეგება და მათით შეუძლებელია ჩვენი ქვეითების მორალურ ხასიათზე", _ ნათქვამია აშშ-ს არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სრულფასოვანი გამოძიება ჩატარდება".
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ კირბი აცხადებს, რომ მისი უწყება "უკიდურესაც შეშფოთებულია ამ ვიდეო გამოჩენით. რა არ უნდა იყოს ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ეს შემზარავი საქციელი მიუღებელია სამხედროებისათვის", _ აცხადებს კირბი.