ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი მის მრავალწლიან კარიერაში მიღწევებისათვის, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს - "ოქროს დათვს" მიიღებს.
62 წლის სტრიპი ჯილდოს 14 თებერვალს ფესტივალის მსვლელობისას მიიღებს.
მერილ სტრიპი 1949 წლის 22 ივლისს დაიბადა. მისი კინოკარიერა მაიკლ ჩიმინოს ფილმიდან "ირმებზე მონადირე" (1978) დაიწყო.
პირველი "ოსკარი" სტრიპმა სულ რაღაც ერთ წელში მიიღო, რობერტ ბენტონის ფილმისათვის "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" . მეორე "ოსკარი" მას 1982 წელს ალან პაკულის ფილმში "სოფიოს არჩევანი" განსახიერებული როლისათვის მიენიჭა.
მსახიობი ასევე 18 ჯერ იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსზე" და 7 ჯერ მიიღო ეს ჯილდო. მერილის ბოლო ნამუშევარია მარგარეტ ტეტჩერის როლი, ფილიდ ლოიდის ფილმში "რკინის ლედი" (2011). კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ სურათს შეუძლია მას კიდევ ერთი "ოსკარი" შესძინოს.
2003 წელს სტრიპს ჯულიანო მურთან და ნიკოლ კოდმანთან ერთად ბერლინალეს "ვერცხლის დათვი" მიიღო სტივენ დოლდრის ფილმისათვის "საათები".
ბერლინის 62-ე საერტაშორისო კინოფესტივალი 2012 წლის 9 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.