აშშ-ს ადმინიტრაცია რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებისა და ურთიერთმისაღები თანამშრომლობის შენარჩუნების მომხრეა. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთში აშშ-ს ახალი ელჩის მაიკლ მაკფოლის ფიცის დადების ცერემონიალზე განაცხადა.
მისი თქმით, მაკფოლი განასახიერებს იმ კურსს - "უფრო ღრმა თანამშრომლობის და მჭიდრო კავშირის", რომელსაც იმთავითვე მხარს უჭერდა რეზიდენტი ბარაკ ობამა.
კლინტონი დარწმუნებულია, რომ უახლოეს თვეებს რუსეთში დემოკრატიისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება.