მომავალ კვირას თბილისში ესპანეთის კონგრესის წევრები ჩამოდიან. ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატმა მიაწოდა.
ესპანელი კონგრესმენები თბილისში 10 იანვარს ჩამოვლენ და საქართველოში სამი დღით დარჩებიან.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ხელმძვანელობასთან და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირებთან.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთანაც.