გვარდიის სამმართველოს შენობის ნანგრევებიდან ამ დროისათვის მაშველებმა ორი მუშა ამოიყვანეს.
ნანგრევებში კიდევ ორი მუშა რჩება და ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
9 სართულიანი შენობა რამდენიმე წუთის წინ ჩამოინგრა. გვარდიის სამმართველოს შენობა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. მოგვიანებით ის იუსტიციის სამოქალაქო რეესტრს გადაეცა და შენობას სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა.