ელექტრონული ტექნიკის უმსხვილესმა მწარმოებელმა Samsung Electronics Co-მ 2011 წლის მეოთხე კვარტალში სმარტფონების გაყიდვებიდან რეკორდული მოგება მიიღო.
კომპანიის ინფორმაციით, საოპერაციო მოგება ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით 5 ტრილიონი ბონიდან (4,3 მლრდ. დოლარი), 5,4 ტრილიონ ბონამდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც გასული ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ მხოლოდ 3,1 ტრილიონი ბონის მოგება ნახა.
Samsung-მა მოგების კუთხით პირველი რეკორდი ჯერ კიდევ 2010 წლის მეორე კვარტალში დაამყარა, როდესაც კომპანიის მოგებამ 5,01 ტრილიონი ბონი შეადგინა.