უფლებების დამცავმა ორგანიზაციამ "Amnesty International"-მა ანგარიშში, რომელიც 2011 წელს არაბულ ქვეყნებში მიმდინარე ამბოხებებს ეძღვნება, მთელს რეგიონში მყოფი ამბოხებულები შეაქო და აღნიშნა, რომ მათ ცვლილებების თვალსაზრისით იმაზე უფრო მეტს მიაღწიეს, ვიდრე საერთაშორისო ძალებმა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აქტივისტები არავის მისცემენ იმის უფლებას, რომ ისინი "კოსმეტიკური" რეფორმებით გააცურო.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისათი საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედებებს, როგორებიცაა გაერო, ევროკავშირი და არაბული სახელმწიფოების ლიგა არათანამიმდევრული უწოდეს და განაცხადეს, რომ სხვა ქვეყნებში ისინი უფრო იბრძოდნენ ადამიანის უფლებების დაცვას, ვიდრე აქ.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ტუნისში, ეგვიპტესა და ლიბიაში მიღწეული დემოკრატია ახალი რეფორმებით უნდა გამყარდეს, ხოლო სირიაში კი სადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა ანტისამთამრობო დემონსტრაციების დროს ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად სხვა და სხვა სასტიკი მეთოდების გამოყენებას.