დღეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში პროექტის "100 ქართული ძეგლი Google Map-ზე" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი ესრწრებოდნენ.
პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ურთიერთანამშრომლობით განხორციელდა.
2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია იქნება.
ამ მიმართულებით, წლის პირველი პროექტი უკვე განხორციელდა. 100 მდე ქართული ძეგლი მათივე ზუსტი კოორდინატებით Google Map -შია ინტეგრირებული.
Google-ის უპრეცენდენტო საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სივრცობრივი მონაცემები რამოდენიმე თვეა განთავსდა.
„Google-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებდა. ინტერაქტიული რუკის შექმნაზე საჯარო რეესტრის GIS - ჯგუფი აქტიურად მუშაობდა. საჯარო რეესტრში წელიწადნახევარის მანძილზე გეოგრაფიული და სივრცობრივი მონაცემები გროვდებოდა იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე ჩვენი ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულიყო. საქართველოდან Google-ის ადმინისტრაციას გაეგზავნა ქვეყნის დეტალური რუკა, სადაც ყველა ინფორმაციაა განთავსებული გზების, დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, ბორნების, მდინარეების და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ" -განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა.
„ღეიდან Google Map - ზე უკვე შესაძლებელია 100 მდე ქართული ძეგლის მარტივად და სწრაფად მოძიება. თითოეულ ობიექტს თან ერთვის სრულყოფილი, სასარგებლო ინფორმაცია, გეოგრაფიული კოორდინატები და ა.შ. რუკის ინსტრუმენტებით შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტული ადგილის მოახლოება ან დაშორება (ზუმირება).
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განცხადებით, „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შემავალი დანარჩენი ძეგლები Google Map -ზე ეტაპობრივად განთავსდება. რაც საქართველოს უძველესი არქიტექტურისა და მისი მხატვრული ღირებულების წარმოჩენას უფრო მეტად შეუწყობს ხელს".