კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაბრძანებულ წმინდა სერაფიმ საროველის ხატს მირონი სდის. ამავე ეკლესიაში ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელია გამოსახული.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ეკლესიის წინამძღვარმა მამა გრიგოლმა (მთვარელიშვილი) განუცხადა, აღნიშნული უფლის სასწაულია. `იქ, სადაც ღვთის სადიდებელ ლოცვას აღავლენენ, ყოველთვის ტრიალებს უფლის მადლი, თუმცა ამის გამო ხიბლში არ უნდა ჩავვარდეთ~, - აღნიშნა მამა გრიგოლმა.
გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, პროფესიული სწავლების ცენტრში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 2004 წლიდან ფუნქციონირებს. ეკლესიაში წირვა - ლოცვა ყოველ სამშაბათს აღევლინება.