"ვისოლ ჯგუფი" სუპერმარკეტ "სმარტის" ქსელის გაფართოებას განაგრძობს. მარნეულში ახალი ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
ქალაქის ცენტრში, 26 მაისის მოედანზე განთავსებული თანამედროვე სავაჭრო ცენტი 2500 კვადატულ მეტრს მოიცავს. მაღალტექნოლოგიური სავაჭრო ცენტრი, სუპერმარკეტ "სმარტისა" და "სმარტ კაფეს" გარდა, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს აერთიანებს. ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო არჩევანი და ზომიერი ფასები სუპერმარკეტში, კომფორტული კაფე სრული მომსახურებით, ინტერნეტზონა (WIFI), აფთიაქი, ბანკის ფილიალი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები მომხმარებელს სრულ კომფორტს უქმნის.
"ვისოლ ჯგუფის რეგიონალური განვითარება აქტიურ ფაზაში შედის. მოხარულნი ვართ, რომ დღეიდან მარნეულის მოსახლეობას საშუალებას ვაძლევთ, ევროპული სტანდარტების სუპერმარკეტ "სმარტში" მათთვის საჭირო პროდუქტები კომფორტულ გარემოში მისაღებ ფასად შეიძინონ. ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ ყოველი ობიექტის გახსნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ასობით ოჯახში შემოსავლის წყაროს გაჩენას ნიშნავს", - აცხადებს ვისოლ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე.
ობიექტის მშენებლობაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის მშენებლობაში ქართველებთან ერთად ვისოლ ჯგუფის უცხოელი კონსულტანტებიც იღებდნენ მონაწილეობას. პროექტი თანამედროვე სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. მოსახერხებელი პარკირების ზონა მომხმარებელს დამატებით კომფორტს უქმნის.
თანამედროვე სავაჭრო ცენტრში 80-მდე ადამიანი დასაქმდა.
"სმარტის" რეგიონალური განვითარება გრძელდება და სუპერმარკეტების ქსელი ფოთში, წყნეთში, ბათუმში, ქუთაისში, სამტრედიასა და ზუგდიდშიც გაიხსნება. სუპერმარკეტების ქსელი სვადასხვა ფორმატის იქნება. მომავალი სამი წლის განმავლობაში ვისოლ ჯგუფი "სმარტის" სუპერმარკეტების ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს და 3000-მდე ადამიანს დაასაქმებს.
ვისოლ ჯგუფმა "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.