დღეს, 8 იანვარს, 13:00 საათზე, წარმომადგენლობითი ეროვნული კრების მოწვევის საკოორდინაციო და საინიციატივო ჯგუფის წევრები გაცნობითი ხასიათის ბრიფინგს გამართავენ. საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებას ეროვნული თანხმობის მიღწევის გზებსა და საშუალებებს გააცნობს.
"ქართველი ერის ნების გამოხატვა შესაძლებელია მხოლოდ წარმომადგენლობითი ეროვნული კრების მოწვევით, რაც იქნება 2006 წლის 12 ივლისს ამ იდეაზე ხელის მომწერი ათასზე მეტი საზოგადო მოღვაწის ინიციატივის ხორცშესხმა, რათა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მიღწეულ იქნას ეროვნული თანხმობა", - აცხადებენ კრების ინიციატორები.
საზოგადოების წარმომადგელნების განცხადებით, ეროვნული კრების მოწვევა სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში შექმნილი ჩიხური სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი გზაა.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, პარტიული თუ სხვა
ორგანიზაციული კუთვნილების მიუხედავად, შეუერთდნენ ამ სახალხო მოძრაობას.