აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საშობაო საჩუქრები გადასცა.
გიორგი ბარამია ჯიქიასა და წერეთლის ქუჩებზე, ასევე ისანი-სამგორის რაიონში მდებარე კომპაქტურ ჩასახლებებს დილიდან სტუმრობდა. ბარამიამ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ჩასახლებებში მცხოვრებ 300-მდე დევნილ ბავშვს საშობაო საჩუქარები გადასცა და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
საშობაო საჩუქრები დევნილი ბავშვებისათვის აფხაზეთის მთავრობას საქველმოქმედო ორგანიზაცია "კეთილი სამარინელი საქართველოში" გადასცა.