საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს საშობაო ამანათები დაურიგა.
პენსიონერ დონარა ჩიქოვანს, მრავალშვილიან დედას ჟანა მიქოიანსა და უმწეო ჯულიეტა ჩიხლაძეს საკრებულოს თავმჯდომარე ოჯახებში ეწვია და საკვები პროდუქტი, ტკბილეული, ხილი და ჰიგიენური საშუალებები პირადად გადასცა.
"ამ ქალბატონებმა განცხადებებით მოგვმართეს და დახმარება გვთხოვეს. ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯი, მათ შობა მივულოცეთ და რაც მთავარია, კიდევ უფრო ახლოს გავეცანით თითოეულის პრობლემას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ არაჩვეულებრივმა ადამიანებმა უკეთეს პირობებში იცხოვრონ", - განაცხადა სამადაშვილმა.