2011 წელს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის სასარგებლო წიაღისეულის განკარგვის ფუნქციის გადაცემის შემდეგ, სამინისტრომ არსებული ლიცენების პირობების შესრულებას გადახედა და სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიებზე აუციონები ხელახლა გამოაცხადა. შედეგად, პირველად, წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია უპრეცენდენტო ფასად გაიყიდა. ბოლნისის, მარნეულის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების 30 წლიანი ლიცენზია 93,5 მლნ აშშ დოლარად კომპანიამ „კავკასიის სამთო ჯგუფი" შეიძინა.
გარდა ამისა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზია 9,5 მლნ აშშ დოლარად კომპანიამ ‘მადნეულმა" შეიძინა.
წელსვე "ზოტის" ოქროს შემცველ გოგირდ-კოლჩედანურ გამოვლინებაზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია 306 ათას აშშ დოლარად კომპანიამ "ჯორჯიან რესორს კომპანია" იყიდა.
ფერადი, კეთილშობილი, და იშვიათი ლითონების მოპოვებაზე მუშავდება ახალი სალიცენზიო ობიექტები, რომლებზეც აუქციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
წიაღისეულის სარგებლობაზე შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი საკანონმდებლო აქტებში. კერძოდ დაიხვეწა და გამარტივდა არსებული წესები. გრძელდება მუშაობა „წიაღის შესახებ"ახალი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად