თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, ალილოს მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. ქალაქის მერი მსვლელობას მუხიანში შეუერთდა. მეალილოებს შესაწირისთვის მერმა ტკბილეულობა გადასცა.
უგულავა გამოვიდა ინიციატივით და რესტორნების მფლობელებს მოუწოდა, ალილოში უფრო აქტიურად ჩაერთონ და ქველმოქმედებაში მიიღონ მონაწილეობა.
"თბილისში ათი ბავშვთა სახლი გვაქვს. ათზე მეტ ბავშვთა სახლს ეყოფა ის საკვები, რაც საახალწლო დღეებში რესტორნებში რჩება. მოვუწოდებ ყველა რესტორნის მფლობელს, აქტიურად ჩაერთოს ქველმოქმედებაში", _ განაცხადა უგულავამ.