ტელეკომპანიებს, რომლებიც წინასაარჩევნო ფასიან რეკლამას გაუშვებენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება ეკისრებათ. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ახალ "საარჩევნო კოდექსში", რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საერეთო მაუწყებელი, აგრეთვე მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყოს დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის. გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება სხვა კუთვნილი დროსთვის დაუშვებელია.
ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია საკუთარ ეთერში განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა ყოველ საათში 60 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის. გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატებს სხვა კუთვნილი დროსთვის დაუშვებელია.
აღსანიშნავია, რომ თუ პარტიებმა, რომლებიც გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებამდე გამოიყენოს უფასო საეთერო დრო, მათ მიერ გამოყენებული უფასო საეთერო დრო (გარდა ბლოკის ნომერი პირველი პარტიის უფასო სარეკლამო დროსი ხანგძლივობისა) უნდა გამოაკლდეს ბლოკისთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტისთვის ბლოკის შექმნის შემდეგ გამოყოფილ უფასო საეთერო დროის ხანგრძლივობას.
ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს ამ ნორმათა დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები "საარჩევნო კოდექსის" პროექტის განხილვის დროს ტელეკომპანიებისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის დავალდებულბას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრების ხელყოფაა.