პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამ დროისათვის ინფლაციის მაჩვენებელი 2 %-მდეა შემცირებული.
როგორც წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, წლის დასაწყისში ინფლაცია 11 %- იყო, თუმცა დღეისათვის 2 %-ია.
"ინფლაცია არის საზოგადოებისათვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი. ინფლაცია საქართველოს მოსახლეობას უფრო წლის დასაწყისში აწუხებდა. წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი 11%-ი იყო, თუმცა მაისში 14 %-მდე ავიდა. ამ ეტაპისთვის კი ინფლაცია 2 %-ზეა ჩამოსული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციის შემცირების მიმართულებით დიდი სამუშაოები გატარდა"- განაცხადა ნიკა გილაურმა.