დავით აღმაშენებლის ლიტერატურული პრემიის ნომინანტების დაჯილდოება 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორმა, ნანა ჭყოიძემ განუცხადა, პრემიისათვის ლიტერატურული ნამუშევრების წარდგენა 13 ნოემბრიდან დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდა.
ნანა ჭყოიძის განცხადებით, საკონკურსოდ 100-მდე ნამუშევარი იქნა წარდგენილი, რომელთაგან 42 შეირჩა. 42-ვე საკონკურსო ნამუშევარს რეცენზენტები და საკონკურსო კომისია განიხილავს და 20 საკუკეთესოს შეარჩევს.
ნანა ჭყოიძის განცხადებით, საკონკურსოდ წარდგენილია ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები.
პირველი პრემიის ლაურეატი 25 ათას ლარს მიიღებს, მეორე პრემიის _ 20 ათას ლარს, მესამე პრემიის ლაურეატს კი 15 ათასი ლარით დააჯილდოვებენ.
დაწესებულია ასევე 10-მდე ნომინაცია. გამოვლინდება ნომინანტები საუკეთესო პოეტურ, პროზაულ ნაწარმოებებში, ასევე დაჯილდოვდებიან საუკეთესო დრამატურგიული ნაწარმოებებისა და საუკეთესო სცენარის ავტორებიც.
რაც შეეხება საკონკურსო კომისიას, ნანა ჭყოიძის განცხადებით, საკონკურსო კომისია 5 წევრისაგან შედგება. მათ შორისაა ალექსანდრე ებრალიძე, მაყვალა გონაშვილი და თავად ნანა ჭყოიძე. სხვა ორი პირის ვინაობას ნანა ჭყოიძე ჯერ-ჯერობით არ ახმაურებს.