"საქსტატის" წინასწარი ინფორმაციით, ნოემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან გაზრდილია 1,9 %-ით, ხოლო ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით 0,7 %-ით.
ხოლო რაც შეეხება სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს ის წინა წლის ნოემბერთან შედარებით, ანუ ერთი წლის განმავლობაში გაზრდილია 9,9 %-ით, ხოლო 2011 წლის ოქტომბერთან შედარებით ზრდა 0,5 %-ია.