ბათუმში, მემედ აბაშიძის № 45-ში "ქინძმარაულის მარნის" ღვინის სახლი გაიხსნა. ცნობილი ქართული ბრენდის ღვინის სახლში არჩევანი მრავალფეროვანია, მყიდველს 22 სახეობის ღვინოს სთავაზობენ, მათ შორის საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებულ ქინძმარაულის ღვინოებს. დღეიდან ბათუმელებსა და მის სტრუმრებს შეუძლიათ "ქინძმარაულის მარნის" ღვინოები ქალაქის ცენტრში განთავსებულ სპეციალურ ღვინის სახლში შეიძინონ.