. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოს მონახულებას იერუსალიმის პატრიარქთან განხორციელებული ვიზიტის შემდეგ აპირებს. ეს განცხადება რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსმა ვოლოკოლამსკის არქიეპისკოპოსმა ილარიონმა გააკეთა.
"უნდა ველოდოთ, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი საქართველოში იერუსალიმის პატრიარქის მონახულების Eშემდეგ ჩავა. ზუსტი თარიღი ჯერ ჯერობით უცნობია",_ განაცხადა ილარიონმა და დასძინა, რომ რუსეთის პატრიარქი ყველა ეკლესიას მოინახულებს საეკლესიო დიპტიხის მიხედვით, საქართველო კი დიპტიხში მეექვსე ადგილზეა.
ვოლოკოლამსკის არქიეპისკოპოსი ილარიონი ასევე მიიჩნევს, რომ რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ "იმ შექმნილი სიტუაციი დალაგების საკითხში რომელიც ერთი პოლიტიკური ლიდერის უგუნურმა საქციელმა გამოიწვია".
არქიეპისკოპოსი ასევე აცხადებს, რომ ამჟამად სწორედ ეკლესიებია ის მთავარი სკრეპი, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ხალხებს აერთიანებს.
"ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკაში ჩარევა და პოლიტიკური ლიდერებისათვის კარნახი,მით უფრო სხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისათვის თქმა თუ როგორ უნდა მოიქცნენ. ის რაც მათ გააკეთეს _ მათ სინდისზე რჩება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ქართველ და რუს ხალხს შორი კავშირები გამყარდეს და რწმენის ერთიანობა შენარჩუნდეს", _ აცხადებს არქიეპისკოპოსი ილარიონი.