სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა ილია მეორე 2010 წლის საშობაო ეპისტოლეში განათლების რეფორმისას დაშვებულმა შეცდომებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შეცდომებმა შედეგად მოგვიტანა ის, რომ მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს უკვე ნაკლებად ამჟღავნებენ.
"განათლების რეფორმისას დაშვებულმა შეცდომებმა შედეგად მოგვიტანა ის, რომ მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს უკვე ნაკლებად ამჟღავნებენ. სამეცნიერო მოღვაწეობა კი არაპრესტიჟულად მიაჩნიათ, რადგან ხედავენ რომ ინტელიგენციას სათანადო დაფასება არა აქვს (ისინი ხომ საშუალო ფენის დონეზეც კი ვერ ინახავენ ოჯახს). ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყანას არა აქვს მომავალი, რადგან ერის სულიერებისა და განათლებისა ერთ_ერთ უმთავრეს ძალას სწორედ ისინი წარმოადგენენ", _ ნათქვამია ესპისტოლეში.