სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა ილია მეორე 2010 წლის საშობაო ეპისტოლეში საქართველოს მიმართ მიმდინარე საინფორმაციო ომზე საუბრობს და ბრძანებს, რომ ამ ყოველივეს შესაბამისი საშუალებებითვე უნდა გაეცეს პასუხი.
"კაცობრიობა ახალი ტიპის დაპირისპირებაზე, - ინფორმაციულ ომზე გადავიდა და იგი ძირითადად, მასმედიის საშუალებით ხორციელდება. აშკარაა, რომ ჩვენს წინააღმდეგ სხვა და სხვა მიმართულებით მიმდინარეობს ინფორმაციული ომი და ამ ყოველივეს შესაბამისი საშუალებებითვე უნდა გაეცეს პასუხი", _ ნათქვამია ეპისტოლეში.
მასალის გამოყენების პირობები