სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა ილია მეორე 2010 წლის საშობაო ეპისტოლეში მიმართავს ახალგაზრდებს საერთოდ უარი თქვან ბილწსიტყვაობაზე და განსაკუთრებით კი, დედასთან მიმართებაში.
"არ შემიძლია არ შევეხო ახალგაზრდებში გავრცელებულ ერთ მეტად მძიმე სენსაც - ბილწსიტყვაობას; რატომღაც ასეთი მეტყველება მათში კარგ ტონად და ვაჟკაცობად ითვლება. სინამდვილეში კი, ეს არის დაბალი კულტურისა და აზროვნების ადამიანების შინაგანი სამყაროს გამოვლინება. ყმაწვილები ხშირად საკუთარ დედასაც შეურაცხყოფენ და ზოგჯერ ვერც აცნობიერებენ, რას ამბობენ. ეს არის უკიდურესი სიბილწე და უდიდესი ცოდვა, რითაც ადამიანი ეშმაკის თანაზიარი ხდება", _ ბრძანებს პატრიარქი ეპისტოლეში და აღნიშნავს, რომ სასტიკად დაისჯებიან მშობლების მაგინებელნი.
"ეს დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ ძველ აღთქმაში დედ-მამის მხოლოდ ავადმახსენებელნიც კი ქვით იქოლებოდნენ", _ ნათქვამია ეპისტოლეში.
მასალის გამოყენების პირობები