სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა ილია მეორე 2010 წლის საშობაო ეპისტოლეში სკოლებში ანალიტიკური აზროვნების კურსის აუცილებლობასა და აღმზრდელობითი დანიშნულების საგნების სწავლების აუცილებლობაზე საუბრობს.
"ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, სკოლაში იყოს ანალიტიკური აზროვნების კურსი, რათა მოზარდი თაობა ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს განსჯისა და სწორი ნაბიჯების გადადგმას. ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი საგნის შემოღებაც, რომელსაც, ძირითადად, აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება. ეს საგანი ისევე უნდა ისწავლებოდეს როგორც სხვა საგნები, მაგ: ისტორია, ფიზიკა, ლიტერატურა, მათემატიკა. . ., რათა მომავალი თაობა მოვამზადოთ ცხოვრებისათვის", _ ნათქვამია ეპისტოლეშ ი და აღნიშნულია, რომ ეს საგნები უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან, ურთიერთობას მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან.
" აქ უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან ქცევის წესებს, რთული სიტუაციების დაძლევის გზები და, რა თქმა უნდა, ცოდნისა და შრომის სიყვარული", _ ნათქვამია ეპისტოლეში.
პატრიარქი ბრძანებს, რომ ყველაფერთან ერთად, ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია როგორც ინტელექტუალური, ისე შემოქმედებითი და ფიზიკური შრომა.