ყოველი ადამიანი უნდა ეცადოს, ამქვეყნადვე იპოვოს ღმერთი და მისდიოს მის გზას, _ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეში.
"ყოველი ადამიანი უნდა ეცადოს, ამქვეყნადვე იპოვოს ღმერთი და მისდიოს მის გზას. ეს კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ უფლის ნებას (რაც მის მცნებებშია განცხადებული) ჩვენი პიროვნული ნებაც შეუერთდება; ანუ, თუ ვიცხოვრებთ სახარებისეულად", - ნათქვამია ეპისტოლეში.
პატრიარქი აღნიშნავს, რომ ღვთაებრივი და ადამიანური ნების თანხვედრას სინერგია ეწოდება; "სწორედ იგია ზეცად აღმყვანებელი უდიდესი ძალა, რომელიც ყველა დაბრკოლებას დაგვაძლევინებს და ამქვეყნადვე გვაგრძნობინებს, რომ `სასუფეველი ჩვენშია~.
"ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკედთ და განგეღოს თქვენ~, - ბრძანებს მაცხოვარი.
მაგრამ ხშირად ადამიანები, რომლებიც თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ, ვერ აღწევენ იმას, რასაც ლოცვაში ითხოვენ. რატომ ხდება ეს?!", - ნათქვამია ეპისტოლეში.
პატრიარქი ეპისოლეში ბრძანებს _ იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: `ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი ვნებები დაიკმაყოფილოთ~ (იაკ.4.2).
"დიახ, ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ სწამთ ღმერთი, და ამავე დროს ერთმანეთს ეჯიბრებიან მიწიერი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ან შურთ, ცილს სწამებენ და განიკითხავენ სხვას, რაც მათს ლოცვას ძალას უკარგავს", - ბრძანებს ილია მეორე.