საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ადამიანებში ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებანზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც "სხეულისა და სულის უმძიმეს დაავადებებს იწვევს".
"ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანებში გაჩნდა ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებანი, რაც დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა უმთავრესი ყოველთვის მაინც იყო სიმდიდრის დაგროვების სურვილი, პატივმოყვარეობა, სიამეთმოყვარეობა, თანამდებობისკენ სწრაფვა, აზარტული თამაშობანი, მრუშობა, სასმელით ან ნარკოტიკით გატაცება და ა.შ.", - ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.
პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ამგვარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება არათუ მარადიულ ნეტარებას ანიჭებს ადამიანს, "არამედ ამქვეყნადვე, წუთიერი სიამოვნებების ნაცვლად, სხეულისა და სულის უმძიმეს დაავადებებს იწვევს".