2008 წლის ყველაზე წარმატებულ კომერციული შოუ მადონას მსოფლიო ტურნე შტიცკყ ანდ შწეეტ გახდა. მან მომღერალს 281,6 მლნ დოლარი მოუტანა, _ იუწყება მუსიკალური სააგენტო Pოლლსტარ-ი.
შოუში, რომელიც ალბომ Hარდ ჩანდყ-ის საფუძველზე დაიდგა, მონაწილეობს ბოშათა ანსამბლი, ჩართულია ასევე კლასიკური სპორტული მანქანა და ერთ-ერთ სიმღერას მადონა მღერის ვირტუალურ ჯასტინ ტიმბერლეიკთან.
Pოლლსტარ-ის ინფორმაციით, ჩდილოეთ ამერიკაში შოუ, შტიცკყ ანდ შწეეტ-მა შოუბიზნესის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი პროექტების რეიტინგში მერვე ადგილი დაიკავა.
2008 წლის ყველაზე წარმატებული ტურნეების რეიტინგში მეორე ადგილზე სელინ დიონი გავიდა, რომელმაც 236,6 მლნ დოლარი გამოიმუშავა. თაკინგ ჩჰანცეს უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში კანადელი მომღერლის პირველი მსოფლიო ტურნე გახდა.
ორივე შოუს ქორეოგრაფია ბალეტმეისტერმა ჯეიმ კინგმა დადგა.
2008 წლის ყველაზე წარმატებული ტურნეების სია ასე გამოიყურება: 1. მადონა - 281 მლნ დოლარი; 2. სელინ დიონი - 236 მლნ დოლარი; 3. ბონ ჯოვი - 176 მლნ დოლარი; 4. ბრიუს სპრინგეტინი და E შტრეეტ Bანდ - 166 მლნ დოლარი; 5. თჰე Pოლიცე - 120 მლნ დოლარი; 6. ნილ დაიმონდი 94 მლნ დოლარი; 7. Eაგლეს 88 მლნ დოლარი; 8. ანდრე პიე 76 მლნ დოლარი; 9. კენი ჩესნი 72 მლნ დოლარი; 10. ჩოლდპლაყ - 71 მლნ.
შოუბიზნესში ინდივიდუალურ შემსრულებლებს შორის მადონამ თავისივე რეკორდი მოხსნა. ის 2006 წელს საგასტროლო ტურ ჩონფესსიონს-ის დროს დამყარდა. მომღერალმა 193,7 მლნ დოლარი მიიღო.
Pოლლსტარ-მა მონაცემების დათვლისას პირველად გამოიყენა იმ ქვეყნების მონაცემები, სადაც ამ ტურნეს კონცერტები გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები