2011 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. როგორც დღეს უწყების პირველმა პირმა განაცხადა, 2011 წლის საპრივატიზაციო გეგმა 170 მლნ. ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წლის ბოლოსათვის სამინისტრომ 190 მლნ. 463 ათას 609 ლარის ობიექტები უკვე გაასხვისა. ანუ გეგმა 20 მლნ. 463 ათას 609 ლარის გადაჭარბებითაა შესრულებული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, 2011 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 1267 ობიექტი გაასხვისა, მაშინ როდესაც 2010 წელს მთლიანობაში 263 ობიექტის გასხვისება მოხერხდა.
ვერა ქობალი ამბობს, რომ 2012 წლისთვის პრივატიზების პროცესის სრული ელექტრონიზაციაა დაგეგმილი. დაგეგმილია ასევე ელექტრონული არქივირების სისტემის შექმნა.