ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიას განცხადებით, წელს ბევრი ისეთი პროექტის დაწყება მოხდა, რომელიც 2012 წელსაც გაგრძელდება. მინისტრის განმარტებით, 2011წელს ხორციელდებოდა და 2012 წელს კვლავაც გაგრძელდება მუშაობა შემდეგ საკითხებზე: სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიციების ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
ასევე 2012 წლისთვის გაგრძელდება სექტორული მიმოხილვები (კვარტალურიდაწლიური) და ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა; DCFTA ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ხარისხის ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციის უზრუნველყოფა; TWINNING-ისპროექტის კოორდინაცია/მონიტორინგი; PTB-ქართულ-გერმანული და რეგიონული თანამშრომლობის პროექტი სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის; CIB პროექტის დაწყებისათვის შესაბამისი ღონისძიებებისგან ხორციელება და ხარისხის ეროვნული საბჭოს სხდომების ჩატარება