პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის თქმით, ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიების მიერ პარტიების დაფინანსება სამართლებრივი დარღვევა არ არის.
ამის შესახებ კუბლაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ გია ცაგარეიშვილის სადეპუტატო კითხვაზე პროკურატურიდან მოსული პასუხის შეფასებისას აღნიშნა.
მისი განმარტებით, პარტიებისთვის გადარიცხვები არ არის სამართლებრივი დარღვევა, თუმცა პოლიტიკურად გაუმართლებელია, რადგან ეს "აშკარად რუსული ფულია".
"ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ ვენეციის კომისია მართალი იყო, როდესაც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსებაზე იძახა, რომ მათ უკან ყოველთვის შეიძლება იყოს პირი ვისი ფულიც გაუმჭირვალია", - განაცხადა კუბლაშვილმა.