"საქსტატის" ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8259 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1936 მლნ. აშშ დოლარი იყო (40 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 6323 მლნ. აშშ დოლარი (36 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-ნოემბერში 4386 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (35 პროცენტით მეტი).
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ 2011 წლის იანვარ-ნოემბერში წინა წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. განსაკუთრებით დიდი ზრდაა 2009 წელთან შედარებით (90 პროცენტი). იმპორტი და საგარეო სავაჭრო ბრუნვაც გაზრდილია სამივე წლის შესაბამისი პერიოდების მიმართ.