დღეს, 23 დეკემბერს, საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის იანვარ-ნოემბრის დაზუსტებულ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.
წინასწარი მონაცემებით, 2011 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8 260 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 1 937 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 6 323 მლნ. აშშ დოლარი. "საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-ნოემბერში 4 386 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.