"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მისი პარტიის დაფინანსების საკითხები აბსოლუტურად გახსნილი და საჯაროა.
"პარტიის რუსული ფულით დაფინანსებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გამოთქმული მოსაზრებების შეფასება არ გვსურს, თუმცა დაფინანსების წყაროების საჯაროობის წინააღმდეგი არ არიან და კანონმდებლობის თანახმად, 2012 წლის თებერვალში სრულ ანგარიშს წარმოადგენენ, რომლის გაცნობაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება", - განაცხადა დოლიძემ დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე.