ბიზნეს-ანალიტიკური ჯგუფი  "M&Co Consulting" -ი  პროექტი  "FlaM&Co" - ს ფარგლებში საქველმოქმედო საშობაო აქციას გამართავს 50 ომგამოვლილი პატარასათვის. 
"FlaM&Co" ( ფლამენკო) - თვითნასწავლი, ნიჭიერი და ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება 23 დეკემბერს, 6.00-  დან ბიზნეს ცენტრ კალასის საგამოფენო დარბაზში (ლესელიძის  25).
23 დეკემბერს, პროექტ "FlaM&Co" -ს საზეიმო ღონისძიებაზე გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე შემოსული თანხებით, კომპანია "M&Co Consulting" -  დაეხმარება ომგამოვლილ პატარებს და კიდევ ერთ საახალწლო საჩუქარს გაუკეთებს იმათ, ვისაც ბავშვობა 2008 წლის აგვისტოს წაართვეს.