ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, საქართველოში ბიზნესის კეთების ყველა პირობა არსებობს.
ამის შესახებ გვინდაძემ დღეს, პარლამენტში ბიზნეს საბჭოს გაფართოებულ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"შეხვედრაზე ვისაუბრეთ 2012 წლის საბიუჯეტო პოლიტიკაზე და საშუალო ვადის მაკრო-ეკონომიკურ პარამეტრებზე, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში", - აღნიშნა გვინდაძემ.
მინისტრის თქმით, ბიზნესმენებს ასევე იმ რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გამარტივების კუთხით ტარდება.
"ჩვენ დავარწმუნეთ ბიზნესმენები, რომ დღეს საქართველოში არსებობს ყველა წინაპირობა ბიზნესის გასაკეთებლად", - მიაჩნია ფინანსთა მინისტრს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ ბიზნეს საბჭოზე ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიზნესმენებს 2012 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.