ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრედ მარტენსის განცხადებით, არის ძალიან დიდი იმედისმომცემი ნიშნები, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.
"მე რეალისტი ვიქნები, ევროკავშირის დიდი გაფართოების შემდეგ, ანუ 2004 წლის შემდეგ ევროკავშირის ერთგვარი ადაპტაცია მოხდა. არის ძალიან დიდი იმედის მომცემი მიშნები. არასოდეს დამავიწყდება ბოლო შეხვედრა საფრანგეთში, მარსელში, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით თქვა შემდეგი სიტყვები: მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი და ევროპარლამენტის რეზოლუციის პერსპექტივასაც იგივე მნიშვნელობა და დათვირთვა აქვს", _ განაცხადა მარტენსმა "ქრონიკისათვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, კითხვაზე - რეალურად ღიაა თუ არა ევროკავშირის კარი საქართველოსთვის.