რუსული დათვის მოსაკლავად საქართველომ ევროპელ მონადირეებს უნდა დაუძახოს, რომლებიც აქვე არიან რეგიონში. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ქრონიკისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
"ჩვენი დამპყრპობელი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პარტიის ემბლემა არის დათვი და ეს მათ იმპერიულ სიძლიერეს გამოხატავს. ევროპამ, ევროპელმა მონადირეებმა თავისი ტყიდან ეს დათვი 90- იანი წლებში გააძევეს. ახლა ეს მონადირეები მომდგარნი არიან საქართველოს. არის გამოსავალი, რომ დათვს ვუთხრათ "ბაბაია", მოვეფეროთ და იქნებ არ შეგვჭამოს. მეორე გამოსავალი არის ის, თუ მონადირეები იქვე არიან, მონადირეებს დავუძახოთ",_ აცხადებს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ "ვინც ჩვენ გვეუბნება, რომ მონადირეებს არ უნდა დავუძახოთ, მათ ჰგონიათ, რომ დათვი არ შეგვჭამს, მაგრამ დათვს იმდენჯერ ვყავართ შეჭმული, რომ საკმარისი გაკვეთილი უნდა მიგვეღო - პირადი ინტერესები არ უნდა დააყენო შენი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე მაღლა".