ეროვნულ ბანკს უფლებამოსილება გაეზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ცვლილებები დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირებისგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის კონფიდენციალური) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, ითანამშრომლოს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან.