"ქართული დასის" ლიდერის, საპარლამენტო ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმომწერი პარტიები "გადააგდო".
მისი თქმით, "ოპოზიციის გადაგდებას" ადასტურებს ის ფაქტი, რომ მმართველმა პარტიამ 190-წევრიან პარლამენტზე უარი ათქმევინა ოპოზიციას და 150-დეპუტატიანი პარლამენტი შეინარჩუნა.
"არ მინდა, ნიშნის მოგებით გითხრათ, მაგრამ როცა თქვენ მოგმართავთ, რომ ხელმოწერები გამოგეწვიათ, გადაგდებული "ნაციონალური მოძრაობა" იქნებოდა და პასუხისმგებლობაც მას დაეკისრებოდა", - მიმართა ბაღათურიამ რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობას.
დეპუტატის თქმით, მას არ სურს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციასა და ე.წ. უმცირესობას შორის მუდმივი პოლემიკა იყოს, ამიტომაც, შეცდომების მიუხედავად, ოპოზიციის კარი ღიაა და მას შეუძლია, ბევრ საკითხზე საპარლამენტო უმცირესობასთან დისკუსია გააგრძელოს.