ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსე ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდა. ის ნაციონალური მოძრაობის ახალი ოფისის პირველი სტუმარი იყო. ქალაქის ცენტრიდან მარტენსემ გარეუბანში, კახეთის გზატკეცილზე გადაინაცვლა. ეს საქართველოში მარტენსეს მესამე ვიზიტია. მან საქართველოს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა, თბილისში რუსული აგრესიის შემდეგაც ჩამოვიდა. ოკუპაციაზე და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა დღესაც ისაუბრა.
"თავს ვგრძნობ საკუთარ სახლში, რადგან მეგობრებთან ერთად ვარ, რადგან ჩვენ ერთსა და იმავე ღირებულებებს ვიზიარებთ და ერთი და იგივე ფესვები გვაქვს. საქართველო ევროპული ქვეყანაა და საერთო მემკვიდრეობა და საერთო ბედი გვაქვს. ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას. რომელიც ევროკავშირსა და 6 ქვეყნის თანამშრომლობას გულისხმობს. გუშინ ერთი წელი გავიდა, რაც არაბული გაზაფხული დაიწყო, დაისახა ახალი დემოკრატიული იმედი, იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში ახალი დემოკრატიული მოძრაობა რუსეთში წარმატებული იქნება. საქართველო წარმატების მაგალითია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა წარმატება. ევროპის სახალხო პარტია თავის ქართველ მეგობრებს ყოველთვის უცხადებდა სოლიდარობას, ევროპის სახალხო პარტია პირველი იყო, რომელმაც დაგმო კონფლიქტური ვითარება, შევარჩიეთ ყველაზე შესაბამისი სიტყვები, იმისათვის რომ ადგილზე არსბეული რეალობა აგვესახა. ევროპის სახალხო პარტია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსეთის ჯარის გაყვანა მოვითხოვეთ საქართველოდან", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.