დღეს, 20 დეკემბერს, 13:15 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს აზერბაიჯანში საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ესწრებოდა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების საკითხზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე, რუსთავი-ბაქოს ავტობანისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე იმსჯელეს.