ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კვორუმის გაზრდა არავის შიშით არ მომხდარა.
"2013 წლიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად კვორუმი აიწევს და ეს იმიტომ ხდება, რომ ახალი პარლამენტის ჩამოყალიბების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება და თუ ვინმეს ენდომება ამ შეთანხმების ამოღება, მას ამის საშუალება ექნება. თუმცა ეს საკითხი იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც დღეს მიღწეული შეთანხმების ამოღებას შეეცდება ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში და თავის მართლების პოზიციაში ჩააყენებს", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ: დღეს ოპოზიციისა და მმართველ ძალას შორის გამართულ კონსულტაციაზე გადაწყდა, რომ 2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვილებების მიღება 2/3-ის ნაცვლად 3/4-ით მოხდება.