საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ტენდენციას ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტიც ადასტურებს.
როგორც კავკასიისა და დიასპორის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ წიკლაურმა, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დოკუმენტის განხილვისას აღნიშნა, კონცეფციაში აასახულია, რომ ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისა და შობადობის მატება აღინიშნება.
"ახლა მთავრია, ეს ტენდენცია გაგრძელდეს", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატურადაა ასახული რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე საფრთხები და გამოწვევები.
"დოკუმენტში ასევე საუბარია სოჭის ოლიმპიადაზე, რომელიც აფხაზეთიდან ინერტული მასალის გატანით რეგიონს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს", - აღნიშნა წიკლაურმა.
რაც შეეხება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით დარჩიაშვილის შეფასებას, დეპუტატატს მიაჩნია, რომ კონცეფციის პროექტში ამომწურავადაა განმარტებული, რატომ სჭირდება ქვეყანას გადასახადები, ჯარი და ა.შ..