საშობაო ალილო 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. მეალილოების მისვლის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისს გადაიხდიან.
სამების ახალგაზრდული ცენტრის წევრები საშობაო ალილოსთვის მოგროვებულ ტკბილეულს, სათამაშოებსა და საჩუქრებს თბილისის, კოჯრისა და წყნეთის უდედმამო ბავშვთა სახლებსა და თემქაზე არსებულ მოხუცთა თავშესაფარს დაურიგებენ.
ალილო უწინდესის და უნეტარეისის ილია მეორის ლოცვა კურთხევით იმართება. ალილოობა უძველესი ტრადიციაა, რომელიც საპატრიარქოს ინიციატივით უკვე მეათე წელია ეწყობა. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.