მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლინა.
სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები საქონელს აფარებდნენ.
უფლის შობა მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს.
სწორედ მწყემსებმა იხილეს პირველად მაცხოვარი.