პარლამენტში საშობაო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა. ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, დეპუტატების, აპარატის თანამშრომლების შვილებსა და დევნილ ბავშვებს უმასპინძლა. ბაქრაძემ ბავშვებს შობა-ახალიწელი მიულოცა.
"წლის განმავლობაში ბევრი საპატიო და მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყოლია პარლამენტს, მაგრამ დღეს განსაკუთრებით საპატიო და მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს, ესენი არიან ჩვენი ბავშვები", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ნაძვის ხის გარშემო "ბასტი-ბუბუს" სტუდიის ბავშვებმა, ბაბილინამ და თოვლის პაპამ საახალწლო კონცერტი გამართეს.
საშობაო ნაძვის ხის ზეიმი პარლამენტში 8 იანვარმდე გაგრძელდება.